
საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორია აშენდება
საზოგადოებრივი მაუწყებელი. C სტუდია ასტროფოტოგრაფი დავით დვალი საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორიის აშენებას აპირებს. როგორც მან პირველი არხის გადაცემა „C სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტი უკვე დამტკიცებულია და მშენებლობა მაისის ბოლოს დაიწყება. დვალის თქმით, ობსერვატორია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში წლის ბოლოსთვის აშენდება. 6 ტელესკოპისთვის გათვალისწინებული ობსერვატორია ძირითადად სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების იქნება. პროექტის ავტორის განცხადებით, დაინტერესებული მსურველებისათვის ჩატარდება ტრენინგები, ასევე შესაძლებელი იქნება სკოლებიდან ექსკურსიების მიღება. „გვინდა ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ გამოიყურება, მაგალითად, სატურნი, ორიონის ნისლეული და სხვა ასტრონომიული ობიექტები; გვსურს ობსერვატორიას მრავალმხრივი ფუნქცია ჰქონდეს“, – აცხადებს დავით...
Read More