Select Page

საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორია აშენდება

საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორია აშენდება

 საზოგადოებრივი მაუწყებელი. C სტუდია

ასტროფოტოგრაფი დავით დვალი საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორიის აშენებას აპირებს. როგორც მან პირველი არხის გადაცემა „C სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტი უკვე დამტკიცებულია და მშენებლობა მაისის ბოლოს დაიწყება. 

დვალის თქმით, ობსერვატორია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში წლის ბოლოსთვის აშენდება.

6 ტელესკოპისთვის გათვალისწინებული ობსერვატორია ძირითადად სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების იქნება. პროექტის ავტორის განცხადებით, დაინტერესებული მსურველებისათვის ჩატარდება ტრენინგები, ასევე შესაძლებელი იქნება სკოლებიდან ექსკურსიების მიღება.

„გვინდა ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ გამოიყურება, მაგალითად, სატურნი, ორიონის ნისლეული და სხვა ასტრონომიული ობიექტები; გვსურს ობსერვატორიას მრავალმხრივი ფუნქცია ჰქონდეს“, – აცხადებს დავით დვალი.

მოგვყევით

ლარი დღეს

USD2.6396
EUR2.8278
TRY0.1269
RUB3.2577
Thu Jun 01, 2023 23:22
თბილისი ახლა
18.1
°C
68
%
6
km/h
0.0
mm
90
%

მოგვყევით

თბილისი პროგნოზი

The location could not be found.

არქივი

მაისი 2017
« აპრ   ივნ »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

Pin It on Pinterest

Share This

გააზიარე

გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს!

Shares