Select Page

პასუხი ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განცხადებაზე

პასუხი ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განცხადებაზე

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების განხცადება

 

დღეს რამდენიმე სააგენტომ და ტელეარხმა მოგვმართა თხოვნით კომენტარი გაგვეკეთებინა ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე. ეს განცხადება დღეს შეიძლება ვიღაცას უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, იგი შორს მიმავალი გეგმის ერთი მცირე ნაწილია. სინამდვილეში იკვეთება რამდენიმე მკაფიო გზავნილი, რაც “უცნაურად” ემთხვევა ჩვენს გააქტიურებას როგორც მედიაში, ისე უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე პროკურატურაში 6 აპრილს შეტანილ ოფიციალურ წერილს სტატუსის ლეგიტიმაციის შესახებ. განცხადების პასუხად შეგვიძლია ვთქვათ:

  1. ჩვენს არც ერთ გამოსვლაში ქიბარ ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენთან მიმართებით მის მორალურ საქციელს. შესაბამისად, მის ნათქვამს და გაღიზიანებულ ტონს განვიხილავთ, როგორც ნიადაგის მომზადების მცდელობას – უარი თქვას, ან შესაძლოა „ათქმევინონ“ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, ან მასში გარკვეული კორექტივები შეატანინონ. ამ ქმედებაში აშკარად იკვეთება ხელისუფლების ხელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავიდანვე არ მოსწონდა ჩვენ შორის არსებული შეთანხმება, ვინაიდან მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი, არაკონტროლირებადი, კრიტიკული რუსთავი 2.
  2. ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქიბარ ხალვაშს არ ეხება ის, რაც რუსთავი 2-ში 2006 წლამდე მოხდა. ზუსტად ეს არგუმენტი მოჰყავს უსამართლობათა ჯაჭვის ყველა იმ რგოლს, რომლებიც ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ბათილად ცნო ქართულმა სასამართლომ. შესაბამისად, უხილავი ხელის დახმარებით, პროკურატურას რომ არ შეეჩერებინა გამოძიება, საქმე გვექნებოდა გამჭვირვალე, მარტივ სასამართლო პროცესთან, სადაც 2004 წლიდან დაწყებული, ყველა რგოლი, მათ შორის ქიბარ ხალვაშიც ისევე ჩაიხსნებოდა, როგორც ეს გააკეთა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით სასამართლოს ყველა ინსტანციამ. მაგრამ მოხდა ისე და თანაც გამიზნულად, რომ პროკურატურამ შეაჩერა 2012 წელს დაწყებული გამოძიება. შესაბამისად, სასამართლომ ათვლის წერტილად აირჩია არა 2004, არამედ 2006 წელი.
  3. ამ განცხადების უკან რეალურად დგას მთავრობა, რომლისთვისაც მარტივია ბიზნესში ჩართული ადამიანის “კონტროლი” და შეუძლებელია დამფუძებლების გაკონტროლება, რაც ვერ შეძლო ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის მთავრობამ.
  4. ნათლად ჩანს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის არსებობა არანაირად არ შედის ამ მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში, ამიტომ ისინი ქიბარ ხალვაშის ამ განცხადებით ნიადაგს ამზადებენ, რათა ბიზნესმენის მიერ დამფუძნებლებისათვის საჯაროდ გაკეთებული შეთავაზება ლეგიტიმურად დაარღვიონ და შექმნან “დამოუკიდებელი ტელევიზიის” მათთვის სასურველი მოდელი.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერც ერთი მთავრობა, რომელსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების ლეგიტიმურ უფლებებს. ეს პროცესი იქნება სერიოზული ტესტი ხელისუფლებისთვის, რამდენად ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის საქვეყნოდ მიღებული დემოკრატიული ფასეულობები.

რუსთვაი 2-ის დამფუძნებლები

დავით დვალი

ჯარჯი აქიმიძე

   

ლარი დღეს

USD 2.4444
EUR 2.659
TRY 0.68
RUB 4.3614
Wed Apr 26, 2017 2:01

Facebook

Facebook By Weblizar Powered By Weblizar
თბილისი ახლა
2.0
°C
80
%
15
km/h
0.0
mm
0
cm
0
%

თბილისი პროგნოზი

წმინდა
04/26 0%
High 17° / Low 6°
წმინდა
ნაწილობრივ მოღრუბლული
04/27 0%
High 18° / Low 8°
ნაწილობრივ მოღრუბლული

ვიდეო არქივი

Loading...

მოგვყევით

Pin It on Pinterest

Share This

გააზიარე

გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს!

Shares