
პასუხი ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განცხადებაზე
რუსთავი 2-ის დამფუძნებლების განცხადება დღეს რამდენიმე სააგენტომ და ტელეარხმა მოგვმართა თხოვნით კომენტარი გაგვეკეთებინა ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე. ეს განცხადება დღეს შეიძლება ვიღაცას უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, იგი შორს მიმავალი გეგმის ერთი მცირე ნაწილია. სინამდვილეში იკვეთება რამდენიმე მკაფიო გზავნილი, რაც “უცნაურად” ემთხვევა ჩვენს გააქტიურებას, როგორც მედიაში, ისე უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე პროკურატურაში 6 აპრილს შეტანილ ოფიციალურ წერილს სტატუსის ლეგიტიმაციის შესახებ. განცხადების პასუხად შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენს არც ერთ გამოსვლაში ქიბარ ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენთან მიმართებით მის მორალურ საქციელს. შესაბამისად, მის ნათქვამს და გაღიზიანებულ ტონს განვიხილავთ, როგორც ნიადაგის მომზადების მცდელობას – უარი თქვას, ან შესაძლოა...
Read More