Select Page

ტოტალური ამნეზია

სამწუხაროა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს არ ახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები რუსთავი2-ის ირგვლივ 2004 წელს. სამაგიეროდ, პარლამენტის თავმდჯდომარეს კარგად ახსოვს, როგორ იძალადა ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს და კონტროლი მოიპოვა დამოუკიდებელ რუსთავი 2-ზე. მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგში წასული საქმე შეეხება არა 2004, არამედ 2006 წელს.

რასთან გვაქვს საქმე? ესაა გულმავიწყობა, სასურველის ჭეშმარიტად გასაღების მცდელობა თუ ოსტატურად იგნორირება იმისა, თუ რა მოხდა რეალურად 2004 წელს. და მაინც, ვინ იყო ის პირველი მსხვერპლი, რომელსაც ხელების გადაგრეხით და ძალადობით დაათმობინეს ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი?

იმედი გვაქვს, ამ გაუგებრობას ნათელს მოჰფენს ხუთი წლის განმავლობაში “აქტიურ” გამოძიებაში ჩართული პროკურატურა. პასუხს გაგვცემს ჩვენ მიერ 6 აპრილს გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე და ერთხელ და სამუდამოდ უმაღლესი ხელისუფალნი, ოპოზიციის წამომადგენლები თუ პირში წყალჩაგუბებული არასამთავრობოები რუსთავი 2-თან მიმართებით მომხდარ ძალადობაზე ხმამაღლა იტყვიან, რომ პირველად იყო 2004 წელი, შემდეგ 2006 და დღეს 2017.

ხოლო ძალადობა დღესაც გრძელდება და გაგრძელდება შემდეგშიც, სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა და სამართლიანობა არ აღდგება. მაშინ ვეღარც პრეზიდენტი დაიჩივლებს გულმავიწყობას და აღარც პარლამენტის თავმჯდომარეს აერევა ასე მიამიტურად წლები და ფაქტები ერთმანეთში. მხოლოდ მაშინ დადგება საქმის კეთების და ქვეყნის შენების ჟამი.

პატივისცემით,

2004 წელში ჩარჩენილები

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

მოგვყევით

ლარი დღეს

USD2.6396
EUR2.8278
TRY0.1269
RUB3.2577
Thu Jun 01, 2023 23:41
თბილისი ახლა
18.1
°C
68
%
6
km/h
0.0
mm
90
%

მოგვყევით

თბილისი პროგნოზი

The location could not be found.

არქივი

აპრილი 2017
« მარ   მაი »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Pin It on Pinterest

Share This

გააზიარე

გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს!

Shares