Select Page

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დაზარალებულის სტატუსის დადასტურებას ითხოვენ

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს. რუსთავი 2-ის დამფუძნებლები გამოძიების შეჩერების მიზეზის გარკვევას ითხოვენ:

“2012 წლის ბოლოს დაიწყო გამოძიება ჩვენს საჩივარში მითითებულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. დაიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე, სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები და გამოძიება თითქმის ბოლომე იყო მიყვანილი, როდესაც გამოიცვალა ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე გამომძიებელი და გამოძიება ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ფაქტობრივად შეჩერდა.”

მიმართვაში ასევე დაყენებულია დაზარალებულად ცნობის დადგენილების გადმოცემის საკითხი:

“გთხოვთ გადმოგვცეთ დადგენილება ჩვენი დაზარალებულად ცნობის შესახებ; ასევე გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენს მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე.”

შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილების დამფუძნებლებისთვის იძულებით და ძალადობით წართმევის თაობაზე მთავარი პროკურატურა საქმეს 2012 წლის ნოემბრიდან იძიებს. 

პასუხის მიღების მაქსიმალური ვადა – 10 სამუშაო დღე.

მოგვყევით

ლარი დღეს

USD2.5764
EUR2.7665
TRY0.1351
RUB3.3585
Sun Mar 26, 2023 3:13
თბილისი ახლა
18.1
°C
68
%
6
km/h
0.0
mm
90
%

მოგვყევით

თბილისი პროგნოზი

The location could not be found.

არქივი

აპრილი 2017
« მარ   მაი »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Pin It on Pinterest

Share This

გააზიარე

გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს!

Shares