

მოგესალმებით რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ოფიციალურ ვებგვერდზე!
ჩვენ, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვართ კერძო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები.
1994 წელს ეს კომპანია დავაარსეთ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად. 2004 წელს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, იძულებისა და გამოძალვის გზით, ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ უკანონოდ და ზეწოლით დაგვათმობინა კომპანია.
2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა კომპანიის დასაბრუნებლად, რისთვისაც მივმართეთ პროკურატურას – გამოეძიებინა 2004 წელს მთავრობის მიერ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაული.
ეს ბრძოლა გულისხმობს ჩვენთვის ძირითადი უფლებების, საკუთრებისა და მედიის თავისუფლების და პრესის თავისუფლების უფლებათა აღდგენას, რომლებიც 2004 წელს საქართველოს მთავრობამ ცინიკურად დაარღვია.
რუსთავი 2 ჩვენ უნდა დაგვიბრუნდეს, რადგან იგი წნეხის ქვეშ, არაკანონიერად წაგვართვეს!
ვებგვერდის მიზანია კომპანია რუსთავი 2-ის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების თანმიმდევრული გაანალიზება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის და საერთოდ, მიმდინარე პროცესის ირგვლივ ჩვენი პოზიციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. ყველა ინფორმაცია, რომელსაც აქ მოიძიებთ, ეყრდნობა დოკუმენტებს, გამოქვეყნებულ მასალებს და სანდო, გამჭვირვალე წყაროებს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 24-ე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 181-ე და 333-ე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-13 (ოქმი 1 მუხლი 1) მუხლების საფუძველზე ვაცხადებთ, რომ 2004 წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან დაირღვა ორი ძირითადი უფლება – საკუთრების და მედიის თავისუფლების. ორივე ამ უფლების აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა სამართლიანი საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის არსებობისათვის საქართველოში.
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი
მუხლი 150 იძულება
ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,
მუხლი 181. გამოძალვა
- გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები,-
მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება
- მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია,-
- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ,-
- ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა
მუხლი 21
- საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
- აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
- აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
მუხლი 24
- ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
- სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
- ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციია
მუხლი 10
გამოხატვის თავისუფლება
- ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად, ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება
- ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა დაპასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 13
უფლება ეფექტურ ზომაზე
- ყველას, ვისაც დაეღვევა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, ექნება ეფექტური ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილი იქნას იმ პირების მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ოფიციალური უფლებამოსილება
ოქმი 1
მუხლი 1
საკუთრების დაცვა
ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივისაჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.