Select Page

თვე: მარტი 2017

მოგესალმებით!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსთავი 2-ის გვერდზე ჩვენი განცხადება  ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და  დღესაც ასეა. 2004 წელს, როცა ნაციონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა კუთვნილი 60%-იანი წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ, რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტრესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან, ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის საფასურს. დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე აიტვირთება და თავს მოიყრის ბევრი...

Read More

მოგესალმებით რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ოფიციალურ ვებგვერდზე!

მოგესალმებით რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ოფიციალურ ვებგვერდზე! ჩვენ, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვართ კერძო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები. 1994 წელს ეს კომპანია დავაარსეთ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად. 2004 წელს  უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, იძულებისა და გამოძალვის გზით, ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ უკანონოდ და ზეწოლით დაგვათმობინა კომპანია. 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა კომპანიის დასაბრუნებლად, რისთვისაც მივმართეთ პროკურატურას – გამოეძიებინა 2004 წელს მთავრობის მიერ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ეს ბრძოლა გულისხმობს ჩვენთვის ძირითადი უფლებების, საკუთრებისა და მედიის თავისუფლების და პრესის თავისუფლების უფლებათა აღდგენას, რომლებიც 2004 წელს საქართველოს მთავრობამ ცინიკურად დაარღვია....

Read More

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართვა სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს

  „კიდევ ერთხელ გვინდა შევაფასოთ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები – აშკარაა ნაძარცვი ქონების გადანაწილებისა და თანამშროლების გამოყენებით დანაშაულებრივი ქმედებების გათეთრების მცდელობა. დანაშაულის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება, ვინაიდან საქმე რეზონანსულია და ყველას კარგად მოეხსენება, რომ 2004 წელს რუსთავი 2-ის 60% ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა დამფუძნებლებს. დღეისათვის არსებული მდგომარეობით, არც ერთ ძირითად მოთამაშეს (მთავრობა, ნაც. მოძრაობის ორი ფრთა) არ სურს გავლენიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევზიიის არსებობა. ამ ამოცანის გადაწყვეტაში მათ ერთი საერთო ამოცანა აქვთ – მოახდინონ ნიველირება და იგნორირება იმ ფაქტისა, რომ 2004 წელს მოხდა დანაშაული, ვინაიდან ამ ფაქტის აღიარების შემთხვევაში, ვერავინ გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების კანონიერ მოთხოვნას -დაუბრუნდეთ წართმეული ტელევიზია. ეს...

Read More

ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას

ღირებულებათა პრობლემა საქართველოში: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების წერილი ჩვენ – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი რუსთავი 2-ის – ერთ-ერთი მთავარი, დამოუკიდებელი, კერძო ტელეკომპანიის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები  გახლავართ. ამ წერილის დაწერა გადაგვაწყვეტინა ბოლო დროს რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულმა იმ მოვლენებმა, რომელთა შედეგადაც ტელევიზიის საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდა. ამ მოვლენებმა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანა იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დგას ქართული დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება. შესაბამისად, ჩვენ, როგორც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, თავს ვალდებულად  მივიჩნევთ, ნათელი მოვფინოთ მთელ რიგ გაუგებრობებს, რაც სიმართლის დადგენას შეუწყობს ხელს. ამ წერილს ვწერთ, რადგან ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ უსამართლობის...

Read More
  • 1
  • 2

მოგვყევით

ლარი დღეს

USD2.6396
EUR2.8278
TRY0.1269
RUB3.2577
Thu Jun 01, 2023 22:25
თბილისი ახლა
18.1
°C
68
%
6
km/h
0.0
mm
90
%

მოგვყევით

თბილისი პროგნოზი

The location could not be found.

არქივი

მარტი 2017
    აპრ »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

Pin It on Pinterest