
ჩვენ შესახებ
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები
- წილი 1994-2001 33.3%
- წილი 2001-2004 30%
ჯარჯი აქიმიძე
დაიბადა თბილისში 1965 წელს.
1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1989-93 წლებში მუშაობდა საშუალო სკოლაში ქართულის მასწავლებლად.
1994 წელს დავით დვალთან და ეროსი კიწმარიშვილთან ერთად ქალაქ რუსთავში დააარსა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც მოკლე დროში საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზია გახდა.
1994-96 წწ. ეკავა კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიცია. 1996-2003 წწ. იყო კომპანიის სხვადასხვა მიმართულების მენეჯერი.
2000 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა სატელეკომუნიკაციო კომპანია “ჯორჯია ონლაინი”, რომელიც სულ მალე საქართველოს ინტერნეტბაზრის ლიდერი გახდა.
2004 წელს „ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ, რუსთავი 2-ის გაკოტრების რეჟიმში ხელოვნურად შეყვანისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაათმობინა კუთვნილი ქონება. სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას დღესაც განაგრძობს. ამჟამად ჯარჯი აქიმიძე არის რამდენიმე სხვადასხვა პროფილის კომპანიის მფლობელი. 2008 წლიდან ჩართულია ტურისტულ ბიზნესში. ანანო არაბულთან და დავით დვალთან ერთად ხელმძღვანელობს სამთო ტურისტულ ბანაკ „ზეთას“ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბანაკი „ზეთა“ აღიარებულია 2016 წლის საუკეთესო ბიზნესად. ჯარჯი აქიმიძე არის რამდენიმე სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის ავტორი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
- წილი 1994-2001 33.3%
- წილი 2001-2004 30%
დავით დვალი
დაიბადა თბილისში 1965 წელს.
1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, ფიზიკური ქიმიის სპეციალობით.
1987-89 წლებში სწავლობდა ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1994 წელს ჯარჯი აქიმიძესა და ეროსი კიწმარიშვილთან ერთად ქალაქ რუსთავში დააარსა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც მოკლე დროში საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზია გახდა.
1994-96 წწ. ეკავა კომპანიის ტექნიკური დირექტორის პოზიცია, ხოლო 1996-2000 წწ. იყო რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.
2000 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა სატელეკომუნიკაციო კომპანიას “ჯორჯია ონლაინი”, რომელიც სულ მალე საქართველოს ინტერნეტბაზრის ლიდერი გახდა.
2004 წელს “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ, რუსთავი 2-ის გაკოტრების რეჟიმში ხელოვნურად შეყვანისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაათმობინა კუთვნილი ქონება. სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას დღესაც განაგრძობს. ამჟამად დავით დვალი არის რამდენიმე სხვადასხვა პროფილის კომპანიის მფლობელი. 2014 წლიდან აქტიურად არის გატაცებული საქართველოში სრულიად ინოვაციური დარგით, ასტროფოტოგრაფიით. მისმა ნამუშევრებმა გაიმარჯვა მრავალ კონკურსში, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. დავით დვალის თაოსნობით შეიქმნა ჯგუფი „ჯეოასტრო”, რომლის მიზანია საქართველოში ასტრონომიის პოპულარიზაცია, პრეზენტაციებისა და შეხვედრების მოწყობა, ღია ცის ქვეშ ლექციების ჩატარება.
- წილი 1994-2001 33.3%
- წილი 2001-2004 30%
ეროსი კიწმარიშვილი
დაიბადა 1964 წლის ხაშურში. გარდაიცვალა 2014 წელს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინტერნად, ონის რაიონის სოფლის ამბულატორიის ექიმად, რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად.
1994 წელს დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად დააარსა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც მოკლე დროში საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზია გახდა.
2000-2004 წლებში იგი იყო კომპანიის გენერალური დირექტორი.
2000 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა სატელეკომუნიკაციო კომპანია “ჯორჯია ონლაინი”, რომელიც სულ მალე საქართველოს ინტერნეტბაზრის ლიდერი გახდა.
2004 წელს დაინიშნა საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად, მაგრამ მალე სავაჭრო საქმეთა საგანგებო დავალებათა ელჩად მიავლინეს ნიუ-იორკში, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. შემდეგ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი, ხოლო 2008 წელს გახდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. ეროსი კიწმარიშვილი აგრეთვე იყო ფონდ “2002 -ის” თავმჯდომარე.
უახლესი ბლოგპოსტები
რუსთავი 2-ის დამფუძნებელთა მიმართვა საზოგადოებას
2019 წლის 16 ივნისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას. ეს საქმე თავისი მნიშვნელობით სცდება ერთი...
დავით დვალი პოლიტმეტრში, TV პირველი
ინტერვიუ ნინო ჟიჟლაშვილთან. 2018 წლის 14 თებერვალი.
1 ივნისი რუსთავი 2-ის დაბადების დღეა.
1994 წლის 1 ივნისს რუსთავი 2-მა მაუწყებლობა დაიწყო ჩვენი...