Select Page

ისტორია

როგორ დაიწყო ყველაფერი – 1994-2004 წლები

1994 წელს ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებმა, მხოლოდ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით შექმნეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2. ფინანსების ნაკლებობა დაკომპენსირდა მათი ტექნიკური და ინოვაციური უნარებით, ულიმიტო ენერგიითა და ენთუზიაზმით. ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედების მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით, შეძლეს შეექმნათ დამოუკიდებელი, პროდასავლური და პროამერიკული ტელეკომპანია, რომელიც ძალიან მოკლე დროში გახდა პოპულარული.

2001 წლამდე კომპანიის დამფუძნებლები და მფლობელები იყვნენ: დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი. თითოეული მათგანი ფლობდა კომპანიის 33,3% წილს.

2001 წელს კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი ხდება მაშინ ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ტაბატაძე და თითოეული დამფუძნებელი არის უკვე 30% წილის მფლობელი.

1995 და 1996 წლებში მაშინდელმა მთავრობამ ორჯერ მოახერხა ტელეკომპანიის დახურვა. პოლიტიკური ჯგუფები ითხოვდნენ კონტროლს საინფორმაციო პოლიტიკაზე. ოფიციალური მიზეზი ერთი და იგივე იყო ორივე შემთხვევაში – ორგანიზაციას არ აქვს უფლება წესდებით ფლობდეს ლიცენზიას მაუწყებლობის შესახებ პირველი დახურვა გაგრძელდა 2 თვეს, ხოლო მეორეჯერ დაიხურა უკვე 9 თვე.

მიუხედავად პრობლემებისა, 1994-2004 წლების პერიოდში კომპანია აღწევს დიდ წარმატებებს:

    • პირველი თოქ-შოუ პირდაპირ ეთერში სატელეფონო ზარებით – «ლიდერი»
    • პირველი ლიცენზირებული ტრანსლაცია საფეხბურთო მატჩის – პირველი ევროლიგა / ჩემპიონთა ლიგა
    • პირველი ქართულად დუბლირებული სერიალი
    • პირველი სრულად დუბლირებული ეთერი
    • პირველი სატელეფონო გამოკითხვები
    • პირველი პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან
    • პირველი სატელიტური ჩართვა უცხოეთიდან
    • პირველი მაუწყებელი სატელიტზე
    • პირველი ჟურნალისტური საგამოძიებო გადაცემა
    • პირველი ეგზიტპოლი
    • პირველი ლიცენზირებული გასართობი შოუ – ვის უნდა 20,000
    • პირცელი ორ წამყვანიანი კურიერი
    • პროგრამული ბადე რომელიც არ შეცვლილა 1997 წლიდან
    • პირველი საახალწლო კონცერტი ქუჩაში პირდაპირ ეთერში
    • პირველი კომერციულად მომგებიანი ტელევიზია, რომელმაც მიღებული მოგებიდან დააფუძნა ინტერნეტპროვაიდერი „ჯორჯია ონლაინი“

2004 წლისთვის რუსთავი 2-ს ეკავა “საქსოფმშენის” შენობის 4 სართული, 2 გარე სტუდია-პავილიონი

2004-2012 წლები

2004 წლიდან იწყება სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი2-ის მფლობელების ცვლილება. 8 წლის განმავლობაში 15 მფლობელზე მეტი გამოიცვალა კომპანიამ.

2012 წლის მდგომარეობით შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორები არიან: გიორგი გეგეშიძე (ამჟამად მისი მეუღლე) 9%; ლევან ყარამანაშვილი 22%; გიორგი ყარამანაშვილი 18%; შპს ტელეკომპანია «საქართველო» 51%.

თავის მხრივ, შპს ტელეკომპანია «საქართველოს» დამფუძნებლები არიან ლავან ყანამანაშვილი (49%) და გიორგი ყარამანაშვილი (51%).

2012 წლიდან დღემდე

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა მთავრობა. «ნაციონალურმა მოძრაობამ» ე.წ. «ციხის სკანდალის» ფონზე წააგო არჩევნები. ახლადარჩეული «ქართული ოცნების» ერთ-ერთი ძირითადი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამართლებრივი გზით ბრძოლა თავისი შელახული უფლებების აღსადგენად. 2012 წლის 30 ნოემბერს დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ საჩივარი შეიტანეს საქართველოს პროკურატურაში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაიწყო, შეგროვდა მტკიცებულებები, დაიკითხა უამრავი მოწმე და დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოვლინდა, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არავინ არ დაუსჯიათ ჩადენილი დანაშაულისთვის. უფრო მეტიც, პროკურატურას დღემდე, თითქმის უკვე 5 წელია არ გაუკეთებია რაიმე დასკვნა გამოძიებაზე. ასეთი დასკვნის გარეშე შეუძლებელია საქმემ წინ წაიწიოს საქართველოს სასამართლოში.

პარალელურად თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა ქიბარ ხალვაშმა. მისი მხრიდან რუსთავი 2-ის დამფუძნებლებისადმი გაკეთებულ იქნა შეთავაზება, რომ მისი სასამართლო საქმის გამარჯვების შემთხვევაში იგი წილების 50% და მენეჯმენტს დაუთმობს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს.

შედეგად გამოვიდა ის, რომ ინტენსიურად დაიწყო ქიბარ ხალვაშის საქმის გამოძიება და ფაქტიურად საზოგადოების, მომქმედი მხარეების, მას-მედიის, არასამთავრობო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მთელი ყურადღება გადატანილ იქნა ამ საქმეზე.

2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობა ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სტრასბურგში საჩივრის შეტანით ოპონენტებმა გარკვეული ვადით შეაჩერეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

დღესდღეობით ქიბარ ხალვაშის საქმე ელოდება სტრასბურგის ევროპული სასამართლოს ვერდიქტს.

ლარი დღეს

USD 2.4444
EUR 2.659
TRY 0.68
RUB 4.3614
Wed Apr 26, 2017 2:03

Facebook

Facebook By Weblizar Powered By Weblizar
თბილისი ახლა
2.0
°C
80
%
15
km/h
0.0
mm
0
cm
0
%

თბილისი პროგნოზი

წმინდა
04/26 0%
High 17° / Low 6°
წმინდა
ნაწილობრივ მოღრუბლული
04/27 0%
High 18° / Low 8°
ნაწილობრივ მოღრუბლული

ვიდეო არქივი

Loading...

მოგვყევით

Pin It on Pinterest

Share This